ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის მსმენელებს შეხვდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის მსმენელებს შეხვდა. საუბრის თემა იყო საფინანსო სექტორის მდგრადობა და კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის მჭიდრო კოორდინაცია. სასწავლო კურსის მიზანია, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა. შეხვედრას საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი და“ ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიის“ დამფუძნებელი დაესწრნენ.
