წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაო მიმდინარეობს ნინოწმინდასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაო მიმდინარეობს ნინოწმინდასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სათავე ნაგებობებს, აშენდება ნინოწმინდის მაგისტრალური მილი. სამუშაო პროცესს სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და ადგილობრივი ხელისუფლები წარმომადგენლები გაეცნენ. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი მოხმარდება.
