„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ პარლამენტში მომდევნო კვირას რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ პარლამენტში მომდევნო კვირას რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ. ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს, თუმცა არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. მათი განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი იმ ჰუმანური ნაბიჯების ნაწილია, რომელთაც ხელისუფლება 2012 წლიდან დგამს.
