პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
