საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული
ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით სადღესასწაულო მიღება გაიმართა. მიღებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მთავრობის მეთაურმა საქართველოში საფრანგეთის ელჩს და დამსწრე საზოგადოებას საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული მიულოცა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
