პრემიერი: 519 მლნ ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი, საიდანაც 100 მილიონი თავდაცვის სამინისტროს დაემატება
საქართველოს ბიუჯეტი იზრდება. მატება წელს 519 მილიონი ლარია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველ ორ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თანხების განაწილების შესახებაც ისაუბრა
