მსოფლიო ბანკი მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს
მსოფლიო ბანკი მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს 10 პროცენტით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 23 ათას დოლარს გაუტოლდა. მიღწევა საქართველოსთვის საეტაპო მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, დაფიქსირდა ფაქტი, რომ კეთილდღეობის ამ გლობალური საზომით, საქართველომ გადაუსწრო ზოგად მსოფლიო მაჩვენებელს და აგრეთვე მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების დონეს. საქართველო ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი, ერთ სულზე მსოფლიოს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად დონეებს აჭარბებს. საქართველოს მაჩვენებელი 24 პროცენტით აღემატება უკრაინის და 30 პროცენტით მოლდოვის მაჩვენებელს
