მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მხრიდან ჯანდაცვის მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მხრიდან ჯანდაცვის მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ყველას მოუწოდებს მოთოკონ ემოციები და შეეგუონ გამჭვირვალობას. აქტივისტი, რომელიც მიხეილ სარჯველაძეს დაუპირისპირდა და მას შეურაცხყოფა მიაყენა, დავით ჩხობაძეა. პრემიერის განცხადებით, ჩხობაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტია. ორგანიზაციას კი აფინანსებენ დავით კეზერაშვილი და დიმიტრი ჩიქოვანი, ასევე უცხოელი დონორები
