მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფინანსური დახმარება, რომელზეც გერმანიის ელჩი საუბრობს, ქვეყანამ სესხის სახით იმ საერთო პარტნიორობიდან გამომდინარე მიიღო, რომელსაც საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით ახორციელებს
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფინანსური დახმარება, რომელზეც გერმანიის ელჩი საუბრობს, ქვეყანამ სესხის სახით იმ საერთო პარტნიორობიდან გამომდინარე მიიღო, რომელსაც საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით ახორციელებს. „ქართულ ოცნების“ თქმით ასეთი გზავნილები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საეჭვოდ ემთხვევა საერთო ოპოზიციურ ნარატივს. ხაზს უსვამენ ხელისუფლების მტკიცე პოზიციას, რომ საქართველო არ აპირებს გადაუხვიოს დასახულ მიზანს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. შეგახსენებთ საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე უარს ამბობს გერმანია. ამის შესახებ განცხადება ელჩმა გააკეთა
