შალვა პაპუაშვილი: ცრუ ბრალდებების ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს რა არის სიმართლე - დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას
დასავლეთის გადაწყვეტილებების ფონზე, ავღანეთში ნატოს მისიაში ექვსი წლის განმავლობაში, ქართველი სამხედროების მნიშვნელოვან წვლილზე სოციალურ ქსელში წერს პირველი კანონმდებელი. შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას ახსენებს, რომ ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო აღნიშნულ მისიაში ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე წერს იმასაც, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით, საქართველო წლებია ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს
