თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შტატებისა და ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი სამწუხაროს უწოდებს
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შტატებისა და ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი სამწუხაროს უწოდებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინს არ პასუხობს. განცხადება ამ თემაზე გააკეთა თავდაცვის მინისტრმაც. ირაკლი ჩიქოვანისთვის მსგავსი გადაწყვეტილებები დასანანი და გაუგებარია. მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ხედავს შესაძლებლობას და აქვს მოლოდინი, რომ წლების განმავლობაში არსებული სხვადასხვა საკითხი, რომელზეც განსხვავებული პოზიციები არსებობს შეჯერდება და საბოლოოდ დაახლოვდება
