საქართველო უზბეკეთის კულტურის დღეებს მასპინძლობს
საქართველო უზბეკეთის კულტურის დღეებს მასპინძლობს. ამასთან დაკავშირებით ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, უზბეკეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა. უზბეკური კულტურის დღეების პროგრამით საქართველოს მუსიკოსთა და კინოხელოვანთა დელეგაციაც ესტუმრა. დღეს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით არქივის კინოდარბაზში, უზბეკური კინოფილმების ჩვენება გაიმართება. დღესვე სტუმრები სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონს“ ესტუმრებიან. ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით იმართება.