საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სამუშაო ვიზიტით ჟენევაში იმყოფება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სამუშაო ვიზიტით ჟენევაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის - ცერნის წარმომადგენლებს შეხვდა და სამომავლო გეგმები განიხილა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ასოცირებული წევრი გახდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით გურგენიძემ აუდიენცია ქართველ ფიზიკოსებთან გამართა.
