საქართველოს წლევანდელი ბიუჯეტი იზრდება
საქართველოს წლევანდელი ბიუჯეტი იზრდება. მატება 519 მილიონი ლარია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველ ორ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თანხების განაწილების შესახებაც ისაუბრა.
