ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ „ლუდოგორეცთან“ ერთით სამი დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ „ლუდოგორეცთან“ ერთით სამი დამარცხდა. ბულგარეთის კლუბი 23-ე წუთისთვის 2-0 ანგარიშით იგებდა. დემჩენკოს გუნდმა სხვაობის შემცირება მეორე ტაიმში ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლით მოახერხა, მაგრამ ბულგარეთის ჩემპიონმა მატჩის დასრულებამდე კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 17 ივლისს ბათუმში გაიმართება, დიდი უპირატესობა მოიპოვა.
