კულტურისა და სპორტის მინისტრი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ტბისში იმყოფებოდა, სადაც ალგეთის ბაზილიკის მდგომარეობას გაეცნო
კულტურისა და სპორტის მინისტრი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ტბისში იმყოფებოდა, სადაც ალგეთის ბაზილიკის მდგომარეობას გაეცნო. თეა წულუკიანი შეხვდა მონუმენტის ავტორებს, მოქანდაკე გია ჯაფარიძესა და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას. მხარეებმა ისაუბრეს ალგეთის ბაზილიკის პრობლემების გადაჭრის გზებზე. გადაწყდა, რომ დაიწყება ძეგლის გამაგრებისათვის საჭირო სამუშაოები.
