ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი დღეს ოფიციალურად იხსნება
ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი დღეს ოფიციალურად იხსნება. ანაკლიაში დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. 17:00 საათიდან სანაპიროზე ჩატარდება ფერების ფესტივალი. 20:00 საათზე კი ღონისძიებები ჯგუფი „რეგიონის“ გალა კონცერტით დასრულდება. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი გვიან ღამემდე იმუშავებს.
