უკრაინა ნატოს წევრობის შეუქცევად გზაზე დგას - ამის შესახებ ნატოს დეკლარაციაშია აღნიშნული
უკრაინა ნატოს წევრობის შეუქცევად გზაზე დგას - ამის შესახებ ნატოს დეკლარაციაშია აღნიშნული. ნატოს წევრი ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, უკრაინას უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარება გაუწიონ და 2025 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 40 მილიარდი ევრო გამოუყონ. ალიანსი ასევე შექმნის მექანიზმს, რომლის მიზანია უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებისა და წვრთნის კოორდინაცია. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
