თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას მის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთზე თავდასხმის ნებას მისცემს, მოსკოვი ამ ნაბიჯს აუცილებლად უპასუხებს
თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას მის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთზე თავდასხმის ნებას მისცემს, მოსკოვი ამ ნაბიჯს აუცილებლად უპასუხებს. განცხადება კრემლის პრესსპიკერმა გააკეთა. როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, ოფიციალური ლონდონის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება ესკალაციის კუთხით გადადგმული უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება. ცოტა ხნის წინ „ბლუმბერგმა“ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის პოზიციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის ცნობით, კირ სტარმერმა მიანიშნა, რომ კიევს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ბრიტანული რაკეტების გამოყენება შეუძლია
