CNN: რუსეთი ნატოს წევრ ქვეყნებში ბოლო თვეებში აქტიურ ჩრდილოვან ომს აწარმოებს
რუსეთი ნატოს წევრ ქვეყნებში ბოლო თვეებში აქტიურ ჩრდილოვან ომს აწარმოებს. ამ შინაარსის რეპორტაჟსა და სტატიას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსნის ცნობებზე დაყრდნობით „სიენენი“ აქვეყნებს. ამერიკული არხის ცნობით, 6 თვეზე მეტია მოსკოვი ნატოს წევრ სახელმწიფოებში დივერსიულ ოპერაციებს აწყობს. მათ შორის საუბარია უკრაინული ჯარების ნატოს საწვრთნელ ტერიტორიებზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებაზე, სამინისტროს ავტომობილების დაზიანებასა და ბომბის განთავსების მცდელობაზე. რუსეთის მიზანი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გზების ჩახშობაა. ნატოს მაღალჩინოსნების განმარტებით, რუსეთის ჰიბრიდულმა ომმა ბოლო ნახევარ წელში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. სტატიაში აღნიშნულია, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში რუსეთის დივერსიულ ქმედებებს ვაშინგტონში მიმდინარე სამიტზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები განიხილავენ
