ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა
ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა. მრავალფუნქციურ თანამედროვე შენობაში იქნება მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია. ლაბორატორიაში ზღვის წყლის სინჯების სრული ანალიზი ჩატარდა. კვლების მიხედვით, წყლის ხარისხი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს