ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა
ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე, 25 ივნისიდან შეუძლიათ გადაცვალონ ის თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაზე, მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად
