შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, საშუალოვადიანი, 4-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა
შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, საშუალოვადიანი, ოთხწლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა. შრომის პროდუქტიულობის გლობალური მონაცემები მსოფლიო ბანკმა განაახლა. ხუთეულში საქართველოსთან ერთად არის გაიანა, კოსტა რიკა, სომხეთი და ჩინეთი. კიდევ უფრო თვალსაჩინოა საქართველოს ზრდის ტემპი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის შემდეგ ოთხ წლიან საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში შრომის პროდუქტიულობა 24 პროცენტით გაუმჯობესდა და ამ პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი უპირობო ლიდერია
