ნიკა მელიას თავის მართლების შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძე ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფს არა დავით კეზერაშვილი, არამედ თავად აფინანსებს
ნიკა მელიას თავის მართლების შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძე ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფს არა დავით კეზერაშვილი, არამედ თავად აფინანსებს. ცნობილი ხდება მიზეზიც, რატომ ვერ შედგა ერთობა ლელოსთან. გვარამიას მიერ შეუთანხმებლობის მიზეზად დასახელებული მცირე განსხვავებები, არსებული ინფორმაციით, ხაზარაძის პრემიერობის ამბიციებს უკავშირდება. ქართულ ოცნებაში იმ განცხადებებს იხსენებენ, რომლებსაც, მათ შორის ნიკა მელია, ხოშტარია-ჯაფარიძისა და კეზერაშვილის თანამშრომლობაზე აკეთებდა. შესაბამისად, მათთვის ამ პოლიტიკური სამეულის ერთობა მხოლოდ ფარსი და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა
