ძალადობის კამპანია
აგრესია, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ზიზღის ენა, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებისგან - მმართველ პარტიაში არ უკვირთ. კადრებს, სადაც ჩანს, როგორ უპირისპირდება ორგანიზაცია „ნაბიჯის“ დამფუძნებელი დავით ჩხობაძე ჯანდაცვის მინისტრს, შეფასებების თემა გახდა. ჩხობაძე ბევრჯერ ამხილეს დიმიტრი ჩიქოვანის დავალებების შესრულებაში. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, წნეხი, ზიზღი და შევიწროება ევროპული ღირებულებები არ არის. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ამ შეკვეთილი ზიზღის კამპანიის უკან ის პოლიტიკური ძალა დგას, რომელიც ყველა ფორმით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაშიც
