დეპუტატი თეონა აქუბარდია ირწმუნება, რომ აქვს ინფორმაცია დანიიდან თანხის შეჩერებაზე
თეონა აქუბარდია ირწმუნება, რომ აქვს ინფორმაცია დანიიდან თანხის შეჩერებაზე. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, დანიამ შეაჩერა საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება, საუბარია 27 მილიონზე. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ქრონიკამ“ დანიის საელჩოს მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. „ქრონიკის“ კიდევ ერთი კითხვა ეხება არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებას, რა ნიშნით შეირჩა ორგანიზაცია, რომლის ლიდერიც ლევან ცუცქირიძეა, რომელიც საპროტესტო აქციების ორგანიზატორი იყო და ხელისუფლების გადადგომას ითხოვდა. ცუცქირიძესთან დაკავშირებით დანიის საელჩოს რამდენიმე დღის წინაც მივმართეთ, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. საქართველოში დანიის ელჩს უკავშირდება სკანდალი, რომლის გამოც ის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, შემდეგ კი დანიამ დიპლომატის განცხადება კონკრეტული ძალების მხრიდან უარყოფით კონტექსტში გამოყენებით ახსნა
