„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ერთი წლის შემდეგ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ერთი წლის შემდეგ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი არიან. მოძრაობის წევრებმა დღევანდელ ბრიფინგზე ქვეყნის საგარეო კურსზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ქართველი საზოგადოება იქცა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ მძევლად. მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანი რაციონალურ დასაბუთებას მოკლებულია