ტრამპის თქმით, დემოკრატებმა ამ დრომდე ვერ გადაწყვიტეს მათი პარტიიდან რომელი კანდიდატი უფრო შეუფერებელი იქნება პრეზიდენტობისთვის
დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრატებმა ამ დრომდე ვერ გადაწყვიტეს მათი პარტიიდან რომელი კანდიდატი უფრო შეუფერებელი იქნება პრეზიდენტობისთვის. როგორც ფლორიდაში, ამომრჩეველთან სიტყვით გამოსვლისას ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, 27 ივნისის საპრეზიდენტო დებატებში ისეთი გამარჯვება მოიპოვა, რომ დემოკრატები იძულებულნი გახდნენ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნა სთხოვონ. დონალდ ტრამპმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსის იმ წევრებს, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხას არ ხარჯავენ, რუსეთისგან არ დაიცავს.
