შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ პირს სიძესთან, კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც მისი მეგობარი - იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
