ახალი პროგრამა, რომელიც დეფიციტური პროფესიის სწავლასა და დასაქმებას ეხება, უკვე 15-მა რუსთაველმა წარმატებით დაასრულა
ახალი პროგრამა, რომელიც დეფიციტური პროფესიის სწავლასა და დასაქმებას ეხება, უკვე 15-მა რუსთაველმა წარმატებით დაასრულა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები რუსთავის მერმა გადასცა. პროგრამა, რუსთავის მერიასა და პროფესიულ კოლეჯ „მოდუსს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ახალი პროფესიის შეძენის მსურველთა მომდევნო ნაკადის მიღებას, კოლეჯი შემოდგომაზე დაიწყებს.
