ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო“ დაწესებულებამ პაციენტები უკვე მიიღო. ამ დრომდე ადამიანებს სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
