საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ შეიქმნა, რომელიც ერთი წლის შემდეგ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ შეიქმნა, რომელიც ერთი წლის შემდეგ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. პირველი განცხადება ძირითადად ეხებოდა ქვეყნის საგარეო კურსს. მოძრაობის წევრების თქმით, ქართველი საზოგადოება იქცა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ მძევლად. ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანი რაციონალურ დასაბუთებას მოკლებულია. ისინი აკრიტიკებენ კონსტიტუციაში ნატოში გაწევრიანების ჩანაწერსაც. ამბობენ, რომ უნდა აშენდეს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ნეიტრალური საქართველო, რომელიც იმეგობრებს ყველა ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ჩათვლით.