საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლე კარლა ბრუნი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ გადაიყვანეს
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლე კარლა ბრუნი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ გადაიყვანეს. საუბარია 2007 წელს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისგან საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ფულის მიღებაზე. საქმის მთავარი მოწმე, ბიზნესმენი ზიად ტაკიდინი ამტკიცებდა, რომ სარკოზის გადასცა სამი ჩემოდანი, რომელშიც 5 მილიონი ევრო იყო, თუმცა 2020 წელს ტაკიდინმა მოულოდნელად უარი თქვა ჩვენებაზე, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ სარკოზის შეეძლო მასზე ზემოქმედება მოეხდინა. სარკოზის მეუღლე კარლა ბრუნი ეჭვმიტანილია მოწმეთა მოსყიდვის დამალვაში, სასამართლოს მოტყუებასა და უცხოელი საჯარო მოხელეების მოსყიდვასთან დაკავშირებული დანაშაულების მომზადებაში.
