უკრაინის პრეზიდენტმა ვაშინგტონში განაცხადა რომ ორშაბათს ღამით რუსეთის სარაკეტო შეტევებს 43 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვაშინგტონში განაცხადა რომ ორშაბათს ღამით რუსეთის სარაკეტო შეტევებს 43 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არავინ ელოდა, თუ სარაკეტო დარტყმა ბავშვთა საავადმყოფოზეც განხორციელდებოდა, სადაც მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს მკურნალობენ, თუმცა რუსეთმა თავისი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა.
