კრაკოვის ცნობილი ისტორიული სასახლის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა
კრაკოვის ცნობილი ისტორიული სასახლის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა. მონაწილეობდა 20-მდე ქართული ღვინის კომპანია, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე მწარმოებლები. ფესტივალი დასრულდა კონცერტით, ქართველი მომღერლებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით.