შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ხუთეულშია
შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, საშუალოვადიანი, 4 წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა. შრომის პროდუქტიულობის გლობალური მონაცემები მსოფლიო ბანკმა განაახლა. ხუთეულში საქართველოსთან ერთად არის გაიანა, კოსტა რიკა, სომხეთი და ჩინეთი. კიდევ უფრო თვალსაჩინოა საქართველოს ზრდის ტემპი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.
