მთავრობის დახმარება მუნიციპალიტეტებს
სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. საუბარია კახეთზე, ქართლზე, გურიაზე, სამეგრელოზე, მცხეთა-მთიანეთზე, იმერეთზე, რაჭა-ლეჩხუმზე, სამცხე ჯავახეთსა და სვანეთზე, ჯამში 40-ზე მეტ ქალაქსა და მუნიციპალიტეტზე
