შვედეთის მხარდაჭერა საქართველოს
საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებაში, შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა. შვედეთი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს. კერძოდ, ჩანაწერის თანახმად, „ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დაასრულოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია“. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ქვეყნებისთვის სტრატეგიული დახმარების გაწევის გზით, შვედეთი გაფართოების პროცესში მამოძრავებელი ძალის როლს ასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
