კრემლი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტს ყურადღებით დააკვირდება
კრემლი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტს ყურადღებით დააკვირდება. აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა. როგორც დიმიტრი პესკოვმა განმარტა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთი მტრად გამოაცხადა და ბრძოლის ველზე მის სტრატეგიულ განადგურებას ცდილობს, სწორედ ამიტომ, ალიანსის სამიტზე მოსკოვისადმი რიტორიკას კრემლი ყურადღებით მოისმენს. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი NATO-ს უკრაინის ომში სრულად ჩართულ მხარედ მიიჩნევს.
