ჯო ბაიდენის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გარშემო არსებული ეჭვები
ჯო ბაიდენის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გარშემო არსებული ეჭვების ფონზე, დასავლური მედია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუ როგორ გაართმევს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი NATO-ს სამიტზე დისკუსიებს თავს. ეს კითხვა ჟურნალისტებმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე გერმანიის კანცლერსაც დაუსვეს. ოლაფ შოლცს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ფიზიკურ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება.
