დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის სულერთია დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ვინ იყრის კენჭს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის სულერთია დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ვინ იყრის კენჭს. „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენს დიდი ეგო აქვს და საპრეზიდენტო რბოლას არ ეთიშება. რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუკი ბაიდენი კანდიდატობას დათმობს, დემოკრატები მის ნაცვლად, ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს წარადგენენ. ტრამპი ჰარისს არაეფექტიან პოლიტიკოსს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში, მის წინააღმდეგ გამარჯვებასაც შეძლებს.
