კიევის ბავშვთა საავადმყოფოში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა
კიევის ბავშვთა საავადმყოფოში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. უახლესი ცნობით, უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ბავშვი, დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 8 არასრულწლოვანი ჰოსპიტალიზებულია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა მტკიცებულებები, რომელიც მოწმობს, რომ კიევის ბავშვთა საავადმყოფო რუსული რაკეტის პირდაპირი სამიზნე გახდა. დედაქალაქის გარდა, რუსეთმა გუშინ უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქს შეუტია, ჯამში, ოკუპანტის თავდასხმას უკრაინის მასშტაბით, 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
