სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სხვადასხვა სატვირთო ავტომობილში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
