„რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად“
„რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად“ - ამ სახელწოდებით ბათუმში ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაში საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური ორგანიზაცია და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობენ და მსჯელობენ სხვადასხვა კონფესიებში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
