დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებსა და მათ წარმატებაზე საუბრით დაიწყო
დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებსა და მათ წარმატებაზე საუბრით დაიწყო. კახა კალაძემ ქართველ ფეხბურთელებს და ფედერაციის ხელმძღვანელს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიღწეული წარმატება სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა. თბილისის მერმა ფეხბურთის მხარდაჭერისთვის მადლობა ფონდ „ქართუსაც“ გადაუხადა.
