„ქრონიკის“ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე წევრმა დატოვა
„ქრონიკის“ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე წევრმა დატოვა. მათ შორის არის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანი, რომელმაც პარტიული ჯგუფი უკვე დატოვა, მანამდე კი დაწერა რომ ნებისმიერ სხვა ფორმატში პარტიის წევრებთან კომუნიკაციისთვის მზადაა და რომ აგრძელებს ბრძოლას მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. პარტიის დატოვებას ქრონიკასთან სატელეფონო საუბარში უარყოფს ზაზა გოგავა, თუმცა ჩვენს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებაში კარგად ჩანს რომ პარტიული ჯგუფი მანაც დატოვა. საარჩევნოდ გაერთიანდნენ ელენე ხოშტარიას „დროა“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“ და გვარამია-მელიას „ახალი“, ამ გაერთიანებაში არ არის „ლელო“.
