სასამართლომ ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.წ ქურდული სამყაროს წევრი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირთა მეშვეობით, უკავშირდებოდა სხვადასხვა, ძირითადად „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულ მეწარმეებს, რომელთაც უწყობდა „ქურდულ გარჩევებს“ და აიძულებდა ე.წ. ქურდულ საერთოში დიდი ოდენობით თანხები შეეტანათ.
