„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - ამ სახელწოდებით ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება, რომლის დაფუძნების შესახებ ბრიფინგი ხვალ გაიმართება. ბრიფინგზე მოძრაობის დამფუძნებელი წევრები საზოგადოებას და მედიას გაუზიარებენ ინფორმაციას მოძრაობის შექმნის მიზეზებისა და მიზნების შესახებ. საზოგადოებრივ მოძრაობას ექნება ცენტრალური ოფისი თბილისში, სადაც ყოველდღიურ ფორმატში იმუშავებენ მოძრაობის ამოცანების შესასრულებლად. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი.