ვაშინგტონში NATO-ს საიუბილეო, რიგით 75-ე სამიტი რამდენიმე საათში დაიწყება
ვაშინგტონში NATO-ს საიუბილეო, რიგით 75-ე სამიტი რამდენიმე საათში დაიწყება. საქართველოდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. ამ წუთებში ილია დარჩიაშვილი პირველ შეხვედრას მართავს NATO-ს გენერალური მდივნის ოფიციალურ წარმომადგენლთან. ხავიერ კოლომინასთან შეხვედრაზე, რომელიც ორმხრივ ფორმატში მიმდინარეობს, მინისტრი იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების კუთხით აქვს. ამის შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის სახელით დანიშნულ მიღებას დაესწრება. უსაფრთხოების კონფერენციას, ენტონი ბლინკენი გახსნის.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
