ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო, რიგით 75-ე სამიტი რამდენიმე საათში დაიწყება
საქართველოდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. საქართველოის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, ნატოში სრულფასოვანი წევრობის საკითხი, თავდაცვის უნარიანობის ამაღლება - ამ საკითხებზე სასაუბროდ ყველა გამოყენებული იქნება ყველა ფორმატი. ილია დარჩიაშვილი დაესწრება უსაფრთხოების კონფერენციას, რომელსაც ენტონი ბლინკენი გახსნის.
